გახარიას აღიარებული მარცხი
პოლიტიკური შატალო დასრულებულია - გიორგი გახარიას პარტიას პარლამენტში ვიხილავთ. თავად გახარია, რომელიც ამ დრომდე გერმანიაშია, გადაწყვეტილებას გააზრებულს უწოდებს. როდის არიან გულწრფელები, როცა ქუჩის ძალადობრივ აქციებს უჭერდნენ მხარს თუ მაშინ, როცა საკანონმდებლო საქმიანობისადმი ინტერესი გაუჩნდათ, გახარიას პარტიაში არ აკონკრეტებენ. გადაწყვეტილება გახარიას, ოპოზიციაში უკვე დაუწუნეს. ქვეყნის პირველი კანონმდებელი კი განმარტავს, რომ პარლამენტს გახარიას პარტიის შესვლით არაფერი მოაკლდება, ან მოემატება, თუმცა საინტერესო იქნება მათი აქ ყოფნა, რადგან სასესიო დარბაზში შესაძლებელი იქნება, იმ დავალებების მოსმენა, რომელიც უცხოეთიდან საქართველოს წინააღმდეგ მოდის
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
