შეხვედრები ელჩებთან
პრეზიდენტი ჩეხეთსა და გერმანიაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. გერმანიასა და ჩეხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა პრემიერ-მინისტრი. ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რუსლან აბაშიძე, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზია დაინიშნნენ
