ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ე.წ. ყვითელი სადემარკაციო ხაზის გავლება დაიწყო
ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ე.წ. ყვითელი სადემარკაციო ხაზის გავლება დაიწყო. მიმდინარეობს სპეციალური ბარიერების განთავსების პროცესი. ყვითელი ხაზით ანკლავის ტერიტორიის 47%-ს შემოსაზღვრავს. ამერიკის პრეზიდენტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა, სწორედ ამ ხაზამდე ითვალისწინებს ისრაელის შეიარაღებული ძალების უკან დახევას. დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმით, საბოლოოდ ისრაელმა ღაზის სექტორი სრულად უნდა დატოვოს
