უკრაინის პრეზიდენტი მზად არის ტრამპი-პუტინის სამიტს ნებისმიერ ფორმატში შეუერთდეს, თუკი მას დაპატიჟებენ
უკრაინის პრეზიდენტი მზად არის ტრამპი-პუტინის სამიტს ნებისმიერ ფორმატში შეუერთდეს, თუკი მას დაპატიჟებენ. ამის შესახებ კომენტარი თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. კრემლში კი აცხადებენ, რომ ამერიკის სამშვიდობო ძალისხმევის ფონზე, კიევიდან ურთიერთგამომრიცხავ გზავნილებს იღებენ, რაც პროცესს ართულებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ბუდაპეშტში დაანონსებული სამიტისთვის მზადება ახლა იწყება და დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია
