ამერიკისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის ადგილად ბუდაპეშტის დასახელებას, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილის კრიტიკული განცხადებები მოჰყვა
ამერიკისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის ადგილად ბუდაპეშტის დასახელებას, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილის კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ევროპაში ომის დამნაშავის ადგილი არ არის და ვერ წარმოუდგენია რომ ვლადიმერ პუტინმა ევროპის საჰაერო სივრცე გადაკვეთოს. ანალოგიური განცხადება გააკეთა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა კი თქვა, რომ ევროპის ტერიტორიაზე ვლადიმერ პუტინის გამოჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ეს უკრაინაში დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოიტანს
