განათლების მინისტრი ერევანში ცოდნის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს
განათლების მინისტრი ერევანში ცოდნის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. გივი მიქანაძემ ფორუმის მონაწილეებს საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის ახალი კონცეფცია გააცნო. გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ეროვნული ქმედებები გლობალური გამოწვევების საპასუხოდ“, რომლის ფარგლებშიც, გივი მიქანაძემ უმაღლესი განათლების სისტემისა და სამეცნიერო კვლევების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა
