იუსტიციის მინისტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს საქმის, კერძოდ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების ფარგლებში მხარეთა თანამშრომლობისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხები. ისაუბრეს სასამართლოს მიერ გაცემულ დაპატიმრების ორდერებზე და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვერპლთა ინტერესების დაცვა
