ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოს შინაგან საქმეთა და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაფართოებას, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორივე ქვეყნის მიგრაციის დეპარტამენტებსა და პოლიციის აკადემიებს შორის მოხდება სამუშაო გამოცდილების გაცვლა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება
