ხელოვნური პროტესტის დაფინანსების მორიგი სქემა გაშიფრულია - პოლიტიკური შეფასებები
მმართველი გუნდის შეფასებით, გაშიფრული სქემა, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ ორგანიზაცია „ჯისიარტს“ სამ მილიონამდე ლარი ჩაურიცხა, იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, თითქოს უცხოური ფული კეთილ საქმეებს ხმარდება, რეალურად კი, კანონმდებლობის გვერდის ავლით, პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და ექსტრემიზმის წახალისებას ცდილობენ. გრანტის დანიშნულებაში წერია, რომ თანხა მსხვერპლი პირებისთვის ტანჯვის შემსუბუქებას უნდა მოხმარდეს. კანონში არსებული გამონაკლისით, ამ შემთხვევაში ორგანიზაციას აღარ უწევს რეესტრში დარეგისტრირება. სქემის მიხედვით კი, „ჯისიარტმა“ მიღებული თანხა, 11 ორგანიზაციაზე გაანაწილა, იმ ორგანიზაციებზე რომლებიც საპროტესტო აქციების დაფინანსებასა და ჯარიმების გადახდაში აქტიურად მონაწილეობენ
