საქართველოს კუნგ ფუს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 36 მედლით დაასრულა
ჩინეთში, გამართულ შეჯიბრებაში ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 9 ვერცხლისა და 25 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო გუნდურ შეჯიბრებაში, სადაც სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. მსოფლიოს პირველობაში 54 ქვეყნის 1586 სპორტსმენი ასპარეზობდა.
