გერმანელების უმეტესობა უკრაინელი ლტოლვილებისთვის სოციალური დახმარების გაწევის წინააღმდეგია
სოციოლოგიური კვლევით, უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის წინააღმდეგია გამოკითხულთა 66 პროცენტი. ამასთან, გამოკითხულთა 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ გერმანიაში მყოფი მამაკაცები უკრაინაში უნდა დაბრუნდნენ. ბილდის ცნობით, გერმანიაში ყოველწლიურად 700 ათასი უკრაინელი იღებს სოციალურ დახმარებას, რაც საერთო ჯამში , 6 მილიარდ ევროს აღემატება. გერმანელების უკმაყოფილებას ის ფაქტიც იწვევს, რომ მხოლოდ ყოველი მესამე ლტოლვილია დასაქმებული.
