ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი არასასიამოვნო ფაქტად მიიჩნევს, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამიტის უნგრეთში გამართვას
კალასის თქმით, არ არის კარგი, როცა ევროპულ სახელმწიფოში ჩადის ადამიანი, რომლის მიმართაც ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გასცა. ევროკომისარი ამბობს, რომ ბრიუსელი მიესალმება ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას, თუმცა მშვიდობისკენ არ მიისწრაფვის მოსკოვი. კალასი ომის დასასრულებლად რუსეთზე წნეხის გაძლიერებას ემხრობა.
