ფაინენშელ თაიმსის ცნობით, დონალდ ტრამპმა ომის დასასრულებლად ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პირობებზე დათანხმებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი უკრაინას განადგურებით ემუქრება
გამოცემა წერს, რომ ტრამპმა ფრონტის ხაზის რუკები გვერდზე გადადო და ზელენსკის რუსეთისთვის მთელი დონბასის რეგიონის დათმობა მოსთხოვა. დასავლური მედია აღნიშნავს, რომ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრით უკმაყოფილოა, თუმცა მან მოახერხა დაერწმუნებინა ტრამპი, რომ ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა არსებული ვითარების გათვალისწინებით მოხდეს.
