იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 18 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა
იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 18 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.1 პროცენტით მეტია. წელს ცხრა თვეში 7,5 პროცენტით გაზრდილია ადგილობრივი ექსპორტი, რომელმაც 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დეტალური მონაცემები გამოაქვეყნა.
