ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ ხამაშურიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ბულგარეთის პრეზიდენტს
გაიმართა ორმხრივი შეხვედრაც. განიხილეს, ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. იმსჯელეს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებსა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზეც.
