ქუთაისში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება
ქუთაისის ისტორიული ნაწილის რამდენიმე ქუჩა, ბიბლიოთეკის ისტორიული შენობა და მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი - ახალი პროექტები იწყება ქუთაისში. ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი იმყოფებოდა. განიხილეს სარეაბილიტაციო სამუშაოს საკითხები.
