შინაგან საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება
ქართულ დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი მასპინძლობს. გეკა გელაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს კოლეგა მინისტრთან; მხარეები ხელს მოაწერენ უწყებებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს. საქართველოს დელეგაცია, დაათვალიერებს სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს და ადგილზე გაეცნობა მათი მუშაობის სპეციფიკას.
