ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა დაიწყო
განიხილება საქართველოს საკითხიც და გრძელდება თავდასხმები. მინისტრთა ნაწილი ავრცელებს დეზინფორმაციას, რომელიც ტრადიციულად, ე.წ პოლიტიკურ პატიმრებსა და ქვეყნის საგარეო კურსს ეხება. უცვლელი არიან თავდასხმის ავტორები: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკომისარი მარტა კოსი. ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე ისევ დუმილია. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აღიარებს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებები არ აქვთ.
