ილია თოფურია ქართველ გულშემატკივარს შეხვდა
ილია თოფურია ქართველ გულშემატკივარს შეხვდა. UFC-ის ორგზის ჩემპიონს მეფეების მუზეუმში ათასობით ქომაგი დახვდა. ისინი ილიას სახელს სკანდირებდნენ და მებრძოლთან ფოტოს გადაღებასა და ავტოგრაფის მიღებას ცდილობდნენ. ილია თოფურია საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და არაერთ ღონისძიებას დაესწრო. მან UFC-ის ქამარი ალექსანდარ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა, ხოლო მისი დაცვა მაქს ჰოლოვეისთან მოგებით შეინარჩუნა. შეხვედრის ბოლოს ჩემპიონმა ექსკლუზიურად კომენტარი ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა.