ამსტერდამის „აიაქსის“ და „დინამო თბილისის“ ლეგენდების მატჩი, „დინამო არენაზე“ თბილისური კლუბის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება
ამსტერდამის „აიაქსის“ და „დინამო თბილისის“ ლეგენდების მატჩი, „დინამო არენაზე“ თბილისური კლუბის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. მეტოქე გუნდების რიგებში სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები ითამაშებენ. მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, „აიაქსი“, საქართველოს დედაქალაქს პირველად სტუმრობს. მატჩის მონაწილეებმა პრესკონფერენციაზე მოახლოებული დაპირისპირების მოლოდინებზე ისაუბრეს. შემდეგ „აიაქსის“ ლეგენდარულმა მოთამაშეებმა - ფრანკ დე ბურმა, რაიან ბაბელმა და მარკ ვან დერ სტეკელენბურგმა გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფები დაარიგეს. ქართულ-ნიდერლანდური დაპირისპირება დღეს, 19:00 საათზე დაიწყება.
