„ქურთები კავკასიაში“ - თბილისში, საქართველოს ქურთული ასოციაციის ორგანიზებით მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
„ქურთები კავკასიაში“ - თბილისში, საქართველოს ქურთული ასოციაციის ორგანიზებით მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც დიასპორის წარმომადგენლები 20-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებოდნენ. განიხილეს სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დიასპორებში ქურთული ენისა და კულტურის გადარჩენისა და განვითარების კონკრეტული მექანიზმების იმპლემენტაციის საკითხები. კონფერენციას საქართველოს პარლამენტის წევრი ისკო დასენი, ერაყის ქურთისტანის წარმომადგენლობა, ცნობილი ქურთი მეცნიერები და მეცენატები ესწრებოდნენ. ხვალ, კონფერენციის დელეგატები „ქართულ-ქურთული საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის“ თაოსნობით შეხვედრას გამართავენ ქართველ ბიზნესმენებთან.
