ბაკურციხეში მსოფლიო დონის საბრენდე ქარხანა გაიხსნა
ბაკურციხეში მსოფლიო დონის საბრენდე ქარხანა გაიხსნა. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მოინახულა. ქარხანაში 100-მდე ადგილობრივი დასაქმდება და 22 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებს. კახელი ფერმერებისთვის კი ყურძნის ჩასაბარებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება.
