ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. სეპარატისტულ რეგიონში 77 საარჩევნო უბანია გახსნილი პრეზიდენტობისთვის კი 7 კანდიდატი იბრძვის. გამარჯვებისთვის ხმათა 50%-ზე მეტის მოპოვებაა საჭირო. არჩევნები იმის გამოცდად მიიჩნევა, შესაძლებელია თუ არა გაყოფილი კუნძულის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლება.
