მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი ლუვრი, ძარცვის გამო დროებით დაიხურა
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი ლუვრი, ძარცვის გამო დროებით დაიხურა. საფრანგეთის კულტურის სამინისტრის ცნობით მძარცველებმა ნაპოლეონის კოლექციიდან 9 სამკაული და ძვირფასეულობა გაიტაცეს. ვრცელდება ცნობა, რომ დამნაშვეებმა რეგენტის უმხსვილესი 140-კარატიანი ბრილიანტის გატანა ვერ შეძლეს. გაქცევისას კი იმპერატრიცა ბოგარის, გატეხილი დიადემა დაუვარდათ. ძარცვა მუზეუმში დილით, ლუვრის გახსნამდე 4 წუთით ადრე მოხდა. მუზეუმში ახლა პოლიცია იმყოფება.
