ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ პატიმრობის არ ეშინია, ციხეში თავაწეული შევა და წიგნის დაწერას გეგმავს
ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ პატიმრობის არ ეშინია, ციხეში თავაწეული შევა და წიგნის დაწერას გეგმავს. ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა ტრიბუნს განუცხადა და აღნიშნა, რომ პატიმრობის პერეიოდში რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიებს არ ითხოვს. ნიკოლა სარკოზი პარიზის ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოსახდელად 21 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.
