„შემოდგომის წყალტუბო” სახალხო დღესასწაული, ორი დღე აღინიშნება
„შემოდგომის წყალტუბო” სახალხო დღესასწაული, ორი დღე აღინიშნება. წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება მიმდინარეობს, მოწყობილია საგანგებო სიტუაციების მართვის, თავდაცვის ძალების საჩვენებელი სივრცეები, საშემოდგომო და სამეწარმეო გამოფენები, ახალგაზრდული სივრცე. საჯარო სკოლებმა კი ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონაჟები წარმოადგინეს. დაჯილდოვდებიან სკოლების წარმატებული დირექტორები, პედაგოგოები და წყალტუბოს საპატიო მოქალაქეები. ასევე სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლების გასაღებებს გადასცემენ.
