წყალტუბოში პარლამენტის მიერ ინიცირებული პროექტის - „ეროვნული გმირის“ პრეზენტაცია გაიმართა
წყალტუბოში პარლამენტის მიერ ინიცირებული პროექტის - „ეროვნული გმირის“ პრეზენტაცია გაიმართა. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ღონისძიებას, ახალგაზრდები ესწრებოდნენ. ისაუბრეს ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრებას და მოღვაწეობაზე. პროექტი „გმირის დღე“ როგორც საგანმანათლებლო, ასევე, კულტურულ კომპონენტებს მოიცავს და მიზნად ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელებას და მოზარდებში ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას ისახავს. ახალგაზრდებს საშუალება აქვთ გაეცნონ ისტორიულ პიროვნებებს, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობა კონკრეტულ რეგიონთანაა დაკავშირებული. პროექტი „გმირის დღე“ სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო.
