აშშ-ში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა მაღალი რანგის შეხვედრები გამართეს
აშშ-ში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა მაღალი რანგის შეხვედრები გამართეს. საუბარი სავალუტო ფონდთან მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობას შეეხო. უახლოეს პერიოდში კი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიების ვიზიტებია დაგეგმილი. ქართულმა დელეგაციამ, მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ინვესტორებს, საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები და საფინანსო სექტორში არსებული ვითარება გააცნეს.
