პეტერ ფიშერის საქართველოში სადავო საქმიანობასთან დაკავშირებით, კითხვები გერმანულ პარტიას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აქვს
პეტერ ფიშერის საქართველოში სადავო საქმიანობასთან დაკავშირებით, კითხვები გერმანულ პარტიას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აქვს. რომლის წევრების თქმით, ვენის კონვენციის თანახმად, აკრძალულია, რომ დიპლომატს ოპოზიციასთან ასეთი საუბრები ჰქონდეს. ახლა პარტია, გერმანიის ხელისუფლებისგან, კითხვებზე პასუხს ელის, ერევა თუ არა საქართველოს საქმეებში გერმანიის ელჩი, რის გამოც პერსონალური ზომები უნდა მიიღონ. პარტია მიიჩნევს, რომ დასაცავია საქართველოს სუვერენიტეტი, მათივე პოზიციით, რასაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში აკეთებს, ცუდია, რადგან ისინი ხალხის უმრავლესობის სურვილს არ აღიარებენ. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი რეკორდულ დონემდე გაიზარდა, ხოლო პარტიის თანათავმჯდომარე ალის ვაიდელი პირველად შევიდა გერმანიის ათი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსის სიაში. ახალი გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 27% მზადაა ხმა მისცეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხოლო მმართველ ბლოკს - ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და ქრისტიან-სოციალურ კავშირს ამომრჩეველთა 25%-ის მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს.
