მედიაში ვრცელდება ინფორმაცია აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავების შესახებ, რომელთაც კანონდარღვევისკენ ნინო ლომჯარიამ ორჯერ მოუწოდა
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავების შესახებ, რომელთაც კანონდარღვევისკენ ნინო ლომჯარიამ ორჯერ მოუწოდა. თავად ლომჯარია, არ პასუხობს, „ქრონიკის“ ზარსა და შეტყობინებას, რატომ აიძულა მცირერიცხოვან აქციაზე შეკრებილები, გზა კანონსაწინააღმდეგოდ გადაეკეტათ. მოწოდება მან სოციალური ქსელიდან გაავრცელა, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველზე შეკრებილებმა გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს. ლომჯარია კი მოვლენებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აკვირდებოდა და არ იდგა უშუალოდ გზაზე. გუშინ, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათეული მონაწილე ისევ შეიკრიბა, მოძრაობის შეფერხებამ მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი შეკრებილებს მოუწოდა, რომ კანონის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. ასევე მოუწოდა, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაეცვათ კანონის მოთხოვნები და 15 წუთში გაეხნათ სავალი ნაწილი. ლომჯარიას კანონსაწინააღმდეგო მოწოდებას, ეთანხმებიან „ნაციონალურ მოძრობაში“. „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო ოპოზიცია კი პასუხისმგებლობას სწორედ ლომჯარიას აკისრებენ.
