რუმინეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში „კრაიოვამ“, სადაც ანზორ მექვაბიშვილი თამაშობს, „უნირეა“ 3:1 დაამარცხა
რუმინეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში „კრაიოვამ“, სადაც ანზორ მექვაბიშვილი თამაშობს, „უნირეა“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა. მექვაბიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მეტოქის კარი კი 71-ე წუთზე დალაშქრა, როდესაც ანგარიში 2-1 გახადა. ეს საქართველოს ნაკრების წევრის პირველი გოლია მიმდინარე სეზონში. „კრაიოვა“ რუმინეთის ჩემპიონატში 27 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 ოქტომბერს, „მეტალოგლობუსს“ შეხვდება.
