საქართველოს საუკეთესო მკლავჭიდელებისა და მსოფლიოს ლიდერი მკლავჭიდელების დაპირისპირება გაიმართა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში
საქართველოს საუკეთესო მკლავჭიდელებისა და მსოფლიოს ლიდერი მკლავჭიდელების დაპირისპირება გაიმართა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. პროფესიონალურ შეჯიბრებაში 32 მკლავჭიდელი მონაწილეობდა, ჯამში კი 18 სუპერდაპირისპირება გაიმართა. გამარჯვებულებს საჩემპიონო ქამრები, ფულადი და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. ღონისძიებას ქართველი ჰალკი ლევან საგინაშვილი ესწრებოდა. პარა მკლავჭიდელმა ვახტანგ ახობაძემ კი მორიგი გამარჯვება უკვე სამშობლოში მოიპოვა.
