ბენიამინ ნეთანიაჰუ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას კიდევ ერთი ვადით იმედოვნებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას კიდევ ერთი ვადით იმედოვნებს. ამის შეახებ ისრაელის პრემიერმა ტელეკომპანია „ჩენელ 4“-ის ეთერში განაცხადა. გადაცემაში სტუმრობისას ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ღაზაში ომი საბოლოოდ მაშინ დასრულდება როდესაც მიღებული შეთანხმების პირობები შესრულდება.
