ისრაელი, რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას არ ჩქარობს, რომელითაც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება უნდა შევიდეს
ისრაელი, რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას არ ჩქარობს, რომელითაც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება უნდა შევიდეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დახურული დარჩება, ვიდრე „ჰამასი“ ყველა მოკლული მძევლის ცხედარს ისრაელს არ გადასცემს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორშაბათს რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნებოდა.
