ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოები დაიწყო
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოები დაიწყო. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ელექტროენერგიის ოთხკვირიანი გათიშვის შემდეგ სამუშაოების დაწყება, ცეცხლის შეწყვეტის ზონების შექმნის შედეგად გახდა შესაძლებელი. რუსული იერიშების შედეგად ელექტროგადამცემი სისტემის დაზიანების გამო უკრაინის უკრაინის რადენიმე რაიონში ელეტრომომარაგება კვალაც შეწყვეტილია. დნეპრო პეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, სუმისა და პოლტოვას ოლქებში კი დენის მიწოდება საგანგებო გრაფიკით ხდება.
