წყალტუბოში სახალხო დღესასწაული - „შემოდგომის წყალტუბო“ მიმდინარეობს
წყალტუბოში სახალხო დღესასწაული - „შემოდგომის წყალტუბო“ მიმდინარეობს. ქალაქის დღესასწაული ორი დღე აღინიშნება. წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება გაიმართება, მოწყობა საგანგებო სიტუაციების მართვის, თავდაცვის ძალების საჩვენებელი სივრცეები, საშემოდგომო და სამეწარმეო გამოფენები, ახალგაზრდული სივრცე. გაიმართება ყვავილების ფერხული, საჯარო სკოლები კი ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონაჟებს წარმოადგენენ. დაჯილდოვდებიან სკოლების წარმატებული დირექტორები, პედაგოგოები და წყალტუბოს საპატიო მოქალაქეები., ასევე სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლების გასაღებებს გადასცემენ.
