აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დასრულდა
აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა მაღალი რანგის შეხვედრები გამართეს. სადაც საუბარი სავალუტო ფონდთან მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობას შეეხო. უახლოეს პერიოდში კი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიების ვიზიტებია დაგეგმილი. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ინვესტორებს, საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები და საფინანსო სექტორში არსებული ვითარება გააცნეს.
