ნინო ლომჯარია ამ დრომდე არ პასუხობს „ქრონიკის“ ზარსა და შეტყობინებას, რატომ მოუწოდა მცირერიცხოვანი აქციის მონაწილეებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ
ნინო ლომჯარია ამ დრომდე არ პასუხობს „ქრონიკის“ ზარსა და შეტყობინებას, რატომ მოუწოდა მცირერიცხოვანი აქციის მონაწილეებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ. რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათეული მონაწილე გუშინ ისევ შეიკრიბა და დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად გზა გადაკეტა, მოძრაობის შეფერხებამ მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი შეკრებილებს მოუწოდა, რომ კანონის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. ასევე მოუწოდა, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაეცვათ კანონის მოთხოვნები და 15 წუთში გაეხნათ სავალი ნაწილი. როდესაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის მოთხოვნა გაითვალისწინეს და გადაკეტილი გზა გახსნეს, მათ ნინო ლომჯარიამ სოციალური ქსელიდან მოუწოდა და აიძულათ გზა ისევ კანონსაწინააღმდეგოდ გადაეკეტათ, რასაც თავად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აკვირდებოდა. გზა ისევ გადაკეტეს და მეორე ჯერზეც გაათავისუფლეს. ლომჯარიას კანონსაწინააღმდეგო მოწოდებას, ეთანხმებიან „ნაციონალურ მოძრობაში“.
