საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ყირგიზეთის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 3-2 დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ყირგიზეთის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 3-2 დაამარცხა. ეროვნული გუნდიდან გოლები ჯანო კვარაცხელიამ, ჯანიკო გიორგაიამ და გიორგი ჩიმაკაძემ გაიტანეს. მატჩის დაწყებამდე ნაკრების რიგებში ჩატარებული 100 მატჩის აღსანიშნავად, ირაკლი თოდუას და შოთა თოფურიას 100-ნომრიანი ფორმები გადაეცათ. საქართველოს და ყირგიზეთის ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
