უკვე მეათე წელია „დიასპორის სახლი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ემიგრანტებს აჯილდოებს
უკვე მეათე წელია „დიასპორის სახლი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ემიგრანტებს აჯილდოებს. წლევანდელი საიუბილეო ცერემონიალი მალტაზე გაიმართა, სადაც „დიასპორის სახლის“ დამფუძნებელმა ინა ასანიძემ თავი იმ ქართველებს მოუყარა, რომლებიც წლებია საქართველოს და თანამემაულეების მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვან ეროვნულ საქმეებს აკეთებენ. გალა საღამოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ცნობილი მუსიკოსებიც ეწვივნენ. ღონისძებას მალტაზე მცხოვრები ემიგრანტებიც დაესწრნენ.
