„არა მეფეებს“ - ამ ლოზუნგით შეერთებული შტატების ქალაქებში დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
„არა მეფეებს“ - ამ ლოზუნგით ვაშინგტონში, ნიუ იორკში, ჩიკაგოსა და შეერთებული შტატების სხვა ქალაქებში დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. ორგანოზატორების განცხადებით, აქცია პრეზიდენდტისა და მთავრობის ძალაუფლების გაძლიერებისა და მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვის წინააღმდეგაა მიმართული. აქციის მონაწილეების თქმით, დემოკრატიაში მეფეების ადგილი არ არის. რესპუბლიკელმა გუბერნატორებმა რამდენიმე შტატში ეროვნული გვარდიის მობილიზების ბრძანება გასცეს.
