ევროპის მიერ უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ მიუთითა გერმანიის კანცლერმა
ევროპის მიერ უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ მიუთითა გერმანიის კანცლერმა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის შემდეგი სამიზნე ევროპის რომელიმე ქვეყანა გახდება. განცხადება ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ის უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.
