მიზანმიმართულად რეპუტაციის შემლახავს უწოდებს, პენიტენციური სამსახური, ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს
მიზანმიმართულად რეპუტაციის შემლახავს უწოდებს, პენიტენციური სამსახური, ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს. საქმე ეხება, პატიმარსა და დაწესებულების მოსამსახურეს შორის 23 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, თანამშრომელს გაეწია ყველა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამსახური კი ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებოდა მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესს და მოსამსახურის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა სახის კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებია.
