პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის და ხელმძღვანელობის, საჯარო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ ტენდერზე უკანონო ზემოქმედების განხორციელებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. დაკავებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე ძებნა გამოცხადდებოდა.
