ნარკოდანაშუალის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს აჭარაში
ნარკოდანაშუალის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს აჭარაში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ალფა პვპ“, „კოკაინი“ და გამომშრალი „მარიხუანა“.
