ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საერთაშორისო ინვესტორებთან გამართეს შეხვედრა
ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საერთაშორისო ინვესტორებთან გამართეს შეხვედრა. ამერიკული საინვესტიციო კომპანიებისა და ბენკ ოფ ამერიკას ჯგუფში შემავალ კომპანიების ინვესტორებთან, ნათია თურნავამ ინვესტორებს საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები და საფინანსო სექტორში არსებული ვითარება გააცნო.
