რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათეული მონაწილე გუშინ ისევ შეიკრიბა და დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად გზა გადაკეტა
რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათეული მონაწილე გუშინ ისევ შეიკრიბა და დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად გზა გადაკეტა, შეაფერხა მოძრაობა, რამაც მოქალაქეების უკმაყოფილებაც გამოიწვია. განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. ასევე მოუწოდა, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაეცვათ კანონის მოთხოვნები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ და 15 წუთის განმავლობაში გაეხნათ სავალი ნაწილი. როდესაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის მოთხოვნა გაითვალისწინეს და გადაკეტილი გზა გახსნეს, მათ ნინო ლომჯარიამ სოციალური ქსელიდან მოუწოდა და აიძულათ გზა ისევ კანონსაწინააღმდეგოდ გადაეკეტათ, რასაც თავად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აკვირდებოდა. გზა ისევ გადაკეტეს და მეორე ჯერზეც გაათავისუფლეს.
