რაც შეეხება ძალადობრივი მოვლენების კიდევ 10 მონაწილეს, სასამართლომ პროკურატურის შეამდგომლობა დააკმაყოფილა და ათივეს პატიმრობა შეუფარდა
რაც შეეხება ძალადობრივი მოვლენების კიდევ 10 მონაწილეს, სასამართლომ პროკურატურის შეამდგომლობა დააკმაყოფილა და ათივეს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებმა პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს. დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მათ შორის რამაზ ჯორბენაძის ადვოკატმა, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფორმა 100 წარადგინა. პროკურორმა კი პროცესზე ბრალდებულების მხრიდან შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა- მოწმეებზე ზემოქმედება, მტკიცებულებების განადგურება, მიმალვის სფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
