4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების მონაწილე გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს და თემურ ქურციკიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 10 ათას ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა
4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების მონაწილე გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს და თემურ ქურციკიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით 10 ათას ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. მათ ბრალად, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებათ.
