საერთაშორისო ფორუმი
თბილისი ორდღიან სპორტის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. სამიტში მონაწილეობას მსოფლიოში სპორტული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურები და ექსპერტები იღებენ. სპორტს ვეი სამიტ 2025-ის მთავარი თემები ინფრასტრუქტურის განვითარება, ინოვაციური მენეჯმენტი და საქართველოში არატრადიციული სპორტის პოპულარიზაციაა. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გააძლიეროს საერთაშორისო კავშირები და გააცნოს მსოფლიოს თავისი პოტენციალი სპორტისა და ტურიზმის მიმართულებით.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ერქვანია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
